საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.️
„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.
ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:
ხილ-ბოსტნეული:
რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი)
ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი)
მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:
მძიმე მეტალები
ნიტრატები
მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792042922
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანგი სენატორ...
1792042175
საზოგადოებაგორდულაძე საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას, მათაც აქვთ უფლება, გარე ჩარევებისგან დაიცვან თავიანთი სახელმწიფო - როგორც ფრანგებს, იგივე უფლება აქვს ჩვენს ქვეყანასაც
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას აფასებს, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავ...
1792040755
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ოქტომბერს საქართველოში
15 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დღ...
1792011379
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
„დაახლოებით ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლაკომერციული ი...
1792010149
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთ არანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი და ა...



























