მიხეილ სარჯველაძე: გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთ არანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ეს იყოს მაღალი კლასის სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე სამედიცინო სერვისებისთვის ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნული მომსახურებების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის ახალ შენობასთან ერთად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს.

მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდების საშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვე არსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.

„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე, აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791995970

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიაზე: ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება, მეც იმავეს ვამბობ, მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათის, რასაც დღეს ვუყურებთ

ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადება საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირები...

გიორგი ვოლსკი

1791992821

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება, ასეთი გეგმა არსებობდა

ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება. ასეთი გეგმა არსებობდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...

გიორგი ვოლსკი

1791990693

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილე...

შალვა პაპუაშვილი

1791989133

საზოგადოება

პრეშოვის მთავარეპისკოპოსი: ქართველ ხალხს გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, მიუხედავად სირთულისა, შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ნათელი, რომელიც ეხმარებოდა გზის ხელახლა პოვნაში

„თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს არაერთხელ გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებასა და სულიერ უწყვეტობას. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მათ შეძლეს...

პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი

1791987611

საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა...

ნანუკა გუდავაძე