ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794205959

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტების გაძლიერება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩეხეთია

ჩეხეთში ვიზიტისას ვისაუბრებთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ხაზი გაესმება მიდგომას, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

პოლიტიკოსი

1794203684

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ

„პროცესი განახლდება მოსამართლეების კითხვებით, ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავ...

არჩილ გორდულაძე

1794203605

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1794202631

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...

შალვა პაპუაშვილი

1794199809

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...

ამინდი