ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი - ამავე სკოლის მოსწავლემ, ვლადიმერ ფრანგიშვილმა, ხოლო ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი, ხოლო ასისტენტი - თარაშ დოლაბერიძე.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობით და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მენტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786913560

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით

ირანის პარლამენტის სპიკერის ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებულ ომში ირანმა სრული გამარჯვება მოიპოვა. „აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორ...

ირანის პარლამენტის სპიკერი

1786910702

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანის დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „რეგიონში ძლიერი ქარი ქრის, ზოგჯერ ბოფორტის სკალით შვიდ ბალამდე აღწევს. ეს ხელს უწყობდა ხანძრის სწრაფად სა...

ხანძარი კუნძულ სალამინზე

1786907861

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპმა BBC-ი თავისი ოჯახის შევიწროებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა მისი შვილების სასამართლოში გამოძახება სცადა. BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღება...

დონალდ ტრამპი

1786906292

მსოფლიო

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ – ალიანსში სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტაალატბეკ...

ალიანსი ალიანსი

1786903225

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში - მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სა...

ლიანდაგი