ნიკოლოზ ბენიაიძე: დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემების პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან
საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღების სამუშაოები უკვე დაასრულა და მარცვლეული დაბინავებულია.
„ამ პერიოდისთვის მოსავლის აღება, ფაქტობრივად, დასრულებულია. რამდენიმე ფერმერს შეიძლება დარჩენილი ჰქონდეს მცირე ფართობები, თუმცა მათი რაოდენობა მინიმალურია. უნდა ითქვას, რომ მოსავალი უკვე დაბინავებულია - როგორც ქერი, ისე ხორბალი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მოსავლის აღების პროცესის დასრულების პარალელურად, მარცვლეულის სექტორის წარმომადგენლები მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოში სექტორში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის პირდაპირი კომუნიკაციისთვის.
„დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემებზე პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა პირველად წარმოებას და ფერმერულ მეურნეობებს. ახლა საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ერთდროულად დაიცავს ადგილობრივ წარმოებას, არ დააზარალებს მომხმარებელს და საშუალებას მისცემს ფერმერს, გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
1787320355
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი NGO-ების განცხადებაზე: ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდებენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული NGO სექტორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდე...
1787319643
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით საქართველო ეს არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
„გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თ...
1787318409
მსოფლიოსერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს
რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს, თუმცა ნებისმიერი წინადადება უნდა ასახავდეს „ადგილზე არსებულ რეალობას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქ...
1787317755
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1787316950
მსოფლიოჩინეთი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“
ჩინეთი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანქციები „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“. ტრამპმა პირობა დად...































