ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

მარცვლეულის სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების გაზრდისთვის, „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენების ხელშეწყობა.

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მისივე შეფასებით, ტექნიკის გარდა, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის No-Till ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც საწვავისა და ტექნიკის გამოყენების შემცირების და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მისი თქმით, შესაბამისი ტექნიკის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ბენიაიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სათესლე მასალის ხარისხზე. მისი თქმით, საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

„ასევე მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის No-Till ტექნოლოგია. ეს საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ დიზელი, შემცირდეს ტექნიკის გამოყენების რაოდენობა და გაიზარდოს ეფექტიანობა. თუმცა No-Till სათესი ტექნიკა ძვირია და აქ სახელმწიფოს უფრო მაღალი თანამონაწილეობა კარგი იქნებოდა. სათესლე მასალა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილეებთან არაერთხელ გვქონდა საუბარი. ელიტური და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალა ბევრ ფერმერს საერთოდ არ გამოუყენებია. ხშირად ხდება ისეც, რომ ვიღაც ამბობს, თითქოს კონკრეტული ჯიშით 7-8 ტონა მიიღო და ამ ინფორმაციას სხვა ფერმერებიც იჯერებენ. საბოლოოდ კი ერთმანეთს ვატყუებთ. საჭიროა ხარისხიანი სათესლე მასალის კონტროლირებული შემოტანა და მისი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787322152

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. „ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდ...

ირაკლი ზარქუა

1787320355

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი NGO-ების განცხადებაზე: ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდებენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული NGO სექტორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაზე ცინიკური ის არის, რომ თავიანთ თავს პატრიოტებს უწოდე...

ირაკლი ქადაგიშვილ

1787319643

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით საქართველო ეს არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

„გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1787318409

მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს

რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს, თუმცა ნებისმიერი წინადადება უნდა ასახავდეს „ადგილზე არსებულ რეალობას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქ...

სერგეი რიაბკოვი

1787317755

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი