სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს
რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს, თუმცა ნებისმიერი წინადადება უნდა ასახავდეს „ადგილზე არსებულ რეალობას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა News.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს Reuters-ი.
რიაბკოვის თქმით, აშშ-მა გამოხატა „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ მზადყოფნა და „გაიგო რუსეთის პოზიცია“.
„ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეუძლია ვაშინგტონს, გავლენა მოახდინოს კიევის რეჟიმისა და მისი ევროპელი სპონსორების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობენ რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაზე“, - განუცხადა მან მედიას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ თვეს მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.
თუმცა რუბიომ აღნიშნა, რომ შეთანხმების სწრაფად მიღწევა არ იგეგმება და აშშ „შუალედური პოზიციის პოვნას“ ცდილობს.
რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, მოუსმინოს რუბიოს ახალ იდეებს და გააგრძელოს დიალოგი ვაშინგტონთან.
„რუსეთის ფედერაცია მზადაა, მოუსმინოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებასა და იდეას, რომელიც შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახულ მიზნებს და შეესაბამება „ადგილზე არსებულ რეალობას“, - განაცხადა მან.
ინტერვიუში რიაბკოვმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აშშ-თან ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებით.
„ჩვენ მომავალში კვლავ ღია ვრჩებით პოლიტიკური და დიპლომატიური გზების მოსაძებნად, რათა ამ სფეროში სტაბილიზაციას მივაღწიოთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
1787312937
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ომის დასრულების დროა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დროა დასრულდეს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან მიმდინარე რამდენიმეთვიანი ომი, რადგან მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონთან შედარებით ძლიერ პოზიციაში იმყოფე...
1787312115
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში
„სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ,...
1787308351
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციურ პარტიებს ჩვენზე მეტად ერთმანეთი ეზიზღებათ, ჩვენ პოლიტიკურად არ მოვწონვართ, მაგრამ ერთმანეთს თავიანთი პატრონების მიერ გამოყოფილ ლუკმას ედავებიან
ოპოზიციურ პარტიებს ერთი პატრონი ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად დირექტივისა, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. „ნიკა გვა...
1787306438
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების ნორმალიზება არ აწყობს
„მარია ზახაროვას გუშინდელი მორიგი განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ „სააკაშვილის ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“, შერჩევითი ისტორიული მეხსიერების კლასიკური მა...
1787303327
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: „ოპოზიციის ალიანსი“ იყო სრული ფარსი
„ე.წ. ალიანსის ჩამოყალიბება როდესაც მოხდა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს სრული აბსურდი იყო, თითქოს, ე.წ რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლას აპირებენ“, - ამის შ...






























