ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლოტე მახონს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა საქართველო-დანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.
ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.
1795785396
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდო...
1795784830
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5917 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1795784676
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც თამაზაშვ...
1795784160
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
„საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1795782661
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც თა...


























