ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში

ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე იხსენებს, 2026 წლის მარტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და ამბობს, რომ მაშინ მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთეს.

“მათ დაგმეს შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც არასდროს სხვა ორგანიზაციას არ გაუკეთებია. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში არშესვლა არის დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მათ განაცხადეს, რომ ძალადობა მიიღებელია როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე მიუღებელია ე.წ მშვიდობიანი პროტესტანტებისგან. ამ განცხადებების შემდეგ, რაღაც ჯგუფს დასჭირდა, რომ პოზიტიური მიმართულებით წასული პროცესი როგორღაც უკან დაებრუნებინა ჩვენი ე.წ ოპოზიციის სასარგებლოდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჯო ვილსონის რეზოლუცია”, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე, იხსენებს 2025 წელს ოდირის ხელმძღვანელთან პორტოში გამართულ შეხვედრასაც.

“მითხრეს, რომ თანახმა იყვნენ, ჩამოსულიყვნენ თუ მათ ჩვენ მოვიწვევდით. ეს არის 2025 წლის ივლისი. შემდეგ გახსოვთ, რომ მოვწვიეთ ეს მისია, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დრო არ ჰქონდათ მოსამზადებელი, რომ ჩამოსულიყვნენ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, ეს არის აბსურდი და ტყუილი, იმიტომ, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანაში ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ის ტარდება გამოცხადებიდან 45 დღეში. თუკი ვადამდელ არჩევნებზე ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვებას, მაშინ რატომ ვერ მოასწრო ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება? რატომ ვერ ასწრებდნენ დაკვირვებას, როდესაც 45 დღეზე ადრე გავუგზავნეთ მოწვევა. მე გეტყვით ეს რა იყო - მაშინ იყო მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ჩამოსულიყვნენ და არ დაკვირვებოდნენ არჩევნებს, იმიტომ რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784540523

მსოფლიო

ესპანეთში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

ესპანეთის ქალაქ სიუდად-როდრიგოში, სალამანკის პროვინციაში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს. როგორც მედია წერს,...

ესპანეთი ესპანეთი

1784538720

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად

„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად“, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილის...

ამინდი ამინდი

1784537662

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების...

რევაზ სოხაძე

1784535516

საზოგადოება

კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის ფართების გადაცემა იყო ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების წინაშე აღებული სიტყვის შესრულების საკითხი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა...

კახა კალაძე

1784534944

საზოგადოება

კახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შ...

კახა კალაძე