რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის მიმართ უკომპრომისო პოლიტიკას გააგრძელებს, რაც კომპანიებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ უბიძგებს.
„შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევა კომპეტენციის ნაკლებობაც იყოს, თუმცა თამაშის წესებს სახელმწიფო ადგენს. როდესაც ხარისხის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის მკაფიო და უცვლელი იქნება, კომპანიებიც ამ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებენ. მიხარია, თუ ამ პროცესში ქართული კომპანიები სწრაფად გაძლიერდებიან“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, ხოლო დღეს უკვე დროა, ეს გამოცდილება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.
„საქართველოში არაერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს არის გამოცდილება, რომელიც ქართულმა კომპანიებმა უნდა დააგროვონ, რათა მომავალში წარმატებით იმუშაონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. თუ დღეს უცხოური კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ქართული კომპანიებიც შეძლებენ სხვა ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და მზად არის, ყველა პრობლემასა და ხარვეზზე ღიად იმუშაოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისგან მაღალი ხარისხის მოთხოვნა, არამედ საკუთარი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებაც. თუ პროცესებში ხარვეზებს ვხედავთ, მათ გამოსწორებაზე დაუყოვნებლივ ვმუშაობთ. სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით შევძლებთ ძლიერი ქართული სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა მინისტრმა.
1784565529
სპორტიFIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC
„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...
1784564439
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...
1784562080
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784560850
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784558297
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...































