კახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად და აბსოლუტურად გამჭვირვალე მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.
„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.
ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს სანქციები, რომლებიც დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული.
დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს იმის ძალა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1784565529
სპორტიFIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC
„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...
1784564439
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...
1784562080
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784560850
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784558297
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...































