ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანია, საქართველო- უკრაინას ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს
„მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს. ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერდით უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ერთი წუთითაც არ გადაგვიხედია ჩვენი პოლიტიკისთვის უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ, მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.
მზად ვართ, უკრაინასთან გვქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. უკრაინის ხელისუფლება ამისთვის თუ მზად არის, რა თქმა უნდა, ამ მზადყოფნას ჩვენც მივესალმებით“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთოს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით.
„მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე - ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, - დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ასევე, ანდრეი სიბიგამ ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის ინიციატივების მიმართ და ვადასტურებთ პატივისცემას ათასობით ეთნიკური ქართველისა და საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ, იარაღით ხელში იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობას და ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს სიბიგა წერილში.
1779952327
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან...
1779951166
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს, აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს...
1779949555
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში, უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ს...
1779949520
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კ...
1779947942
ახალი ამბებირაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვ...






























