თენგიზ შარმანაშვილი: არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ, არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს

„სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, ეს ადამიანები პასუხს აგებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეიქბუქპოსტზე, სადაც ის წერს: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.

შარმანაშვილის თქმით, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციაზე საუბარი არარელევანტურია.

„ამ ხალხს თუ უნდა ძალადობისკენ უბიძგოს, ეს უკვე ბევრჯერ გააკეთა და რით დამთავრდა, ყველამ კარგად იცის. რა რევოლუციურ სცენარზეა საუბარი? სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, რა თმა უნდა, ეს ადამიანები პასუხს აგებენ. არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ. არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ეს არის დეზორგანიზებული მასა, რომელიც ვერც რევოლუციას მოახდენს და ვერც არჩევნებს მოიგებს. სააკაშვილის მხრიდან რევოლუციაზე საუბარი არარელევანტურია. ქართველი ხალხის და იმ კრიტიკული მასის მხარდაჭერა ვერ ექნება, რომელსაც შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური სურათი ძალადობრივად შეცვალოს. ქათველი ხალხი აღარ დაუშვებს ძალადობრივად ხელისუფლების ცვლას, რადგან ამან შეიძლება, კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს საქართველო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779953251

ახალი ამბები

გორდულაძე ოპოზიციაზე: მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ

„მათ [ოპოზიციას] ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხ...

არჩილ გორდულაძე

1779952592

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

დაკავება, პოლიცია

1779952327

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან...

პროკურატურა

1779951166

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს, აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს...

ანდრია ჯარმაიძე

1779949555

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში, უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ს...

არჩილ გორდულაძე