ირაკლი ზარქუა 26 მაისის აქციაზე: ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა
„ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 26 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ყველაფერი უცხოელების დასანახად, მეტი თანხების მობილიზებისთვის გამართული დემონსტრაცია იყო, რაც ოპოზიციას არ გამოუვიდა.
„ეს იყო ლუზერების მორიგი ლუსტრაცია. ეს იყო ლუსტრაცია, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხალხი არ გაჰყვება. გგონიათ, ოპოზიციას 5000-ზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს?! მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, სადაც ზონდერ მინისტრები, მთავარი მწვალებლის პლაკატით წინ რომ მიუძღვის, გვერდით ზონდერი გენპროკურორი, ბატონი გვარამია, ახლა რომ კეთილშობილების მანტია აქვს მოსხმული, ვისზეც იდგა სააკაშვილის რეჟიმი, ისინი რომ წინა პლანზე დადგებიან და მარშს მოაწყობენ, ჩერგო და მისი ქმარი რომ გახდებიან ამ აქციის სიმბოლოები, ბუნებრივია, მათი მხარდამჭერებიც არ გამოვლენ.
თვეზე მეტია, ემზადებიან, თანხები დახარჯეს, მობილიზება იყო, გარკვეული ჯგუფი შეცდომაში შეიყვანეს და მაინც, ვერ ასცდნენ. ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ ,გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა.
როდესაც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებ და იმით გამოხვალ მიტინგზე, არაფერი გაკავშირებს სამშობლოსთან, ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო მცდელობა, რომ გვარამიას, ჩერგოს და მათნაირ ხელმოცარულებს, ლუზერებს თავიანთი პატრონებისთვის ენახებინათ, აქ ვართ და გამოუშვით უფრო მეტი დაფინანსებაო და ესეც ჩაუვარდათ, პულსი არ ესინჯებათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1779953251
ახალი ამბებიგორდულაძე ოპოზიციაზე: მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ
„მათ [ოპოზიციას] ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხ...
1779952592
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...
1779952327
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა
პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან...
1779951166
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს, აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს...
1779949555
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში, უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ს...






























