ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ „დებატების“ ეთერში განმარტა, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო, ევროკავშირის პრესსპიკერი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ პროცესთან დაკავშირებით რას იტყვის, „ნაკლებად საინტერესოა“.
„დღეს ევროკომისიამ ტირანაში, ალბანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და, ალბათ, ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ მსგავსი განცხადება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთხელ მაინც რომ გაეკეთებინა ევროკომისიას, ან თუნდაც 2025 წლის ოქტომბერში, შეიძლება, დღეს ჩვენ სრულიად სხვა განწყობით ყოფილიყავით, თუნდაც ევროკომისიის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებასთან მიმართებით. მაგრამ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ასეთ ძალადობრივ ფაქტებზე, რომლებსაც ნამდვილად აქვს ადგილი ალბანეთში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაა, პოლიციელებზე შეტევაა, იქ კეთდება განცხადება და მოწოდება, რომ ძალადობისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს – გვახსოვს ჩვენ 2024 წელს რა განცხადებები კეთდებოდა იგივე ევროკომისიის ან თუნდაც საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან თბილისში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმაგი სტანდარტია. თან, ხანდახან ხომ გვეუბნებიან, რომ აი, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში როდესაც მიმდინარეობს ასეთი პროცესები, მათ სხვა სტანდარტი ესადაგებათ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბანეთზე ვლაპარაკობთ, რომელიც ასევე კანდიდატი ქვეყანაა საქართველოს მსგავსად და თან ითვლება, რომ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოწინავეა, მათივე შეფასებებით, და, შესაბამისად, ვხედავთ, რა ხდება ტირანას ქუჩებში. აქ მთავარია, რომ ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო დაკარგა სანდოობა. და ახლა რას იტყვის პრესსპიკერი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ პროცესთან დაკავშირებით, პრინციპში, ნაკლებად საინტერესო გახდა ჩვენთვის სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1792425920
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული
„შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის...
1792425218
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა, იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ
„რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირისგან პოზიტიური დამოკიდებულება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარ...
1792421999
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 20 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კიტა ბუაჩიძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ...
1792421487
ახალი ამბებიკახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმარ...
1792415981
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5982 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...































