ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, „ქართულ ოცნებას“ მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის შესახებ.

მისი განცხადებით, აშშ-ის საელჩომაც, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, ფაქტობრივად, დაგმო ოპოზიციური პარტიების მიერ პარტიების ბოიკოტი.

როგორც ობოლაძე განმარტავს, ოპონენტების ამ ნაბიჯმა, მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციის საბოტაჟის შესახებ გაამყარა.

„ამერიკის საელჩომ რამდენიმე თვის წინ დადო განცხადება და მაგალითად, ოპოზიციას მოუწოდა, რომ ინსტიტუციებში უნდა იმუშაონ და თავისი აზრი გამოთქვან. საბოლოო ჯამში - ყოველ შემთხვევაში მე ასე წავიკითხე - თითქმის ბოიკოტი დაგმო. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო არასწორი. მე ვთვლი, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება იყო სწორი. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რაღაცნაირ რიტორიკაში მაინც „არგუმენტი“ აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საუბრობს იმაზე, თითქოს პარტიები უნდა აკრძალოს და ვიღაც თავის ფუნქციას არ ასრულებს და საბოტაჟს ახდენს“, - განაცხადა ობოლაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792425920

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული

„შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792425218

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა, იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ

„რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირისგან პოზიტიური დამოკიდებულება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792421999

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 20 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კიტა ბუაჩიძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1792421487

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმარ...

კახა კალაძე

1792415981

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5982 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი