პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია.
Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში განაცხადეს, რომ ეს სიცრუეა.
რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.
მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა. შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია.
1792414377
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?
ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, როცა საფ...
1792413593
ახალი ამბებიკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რო...
1792412313
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნ...
1792410965
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....
1792409888
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც. იონ...































