ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული

„შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილის თქმით, ეს პროცესი ნათლად აჩვენებს იმას, რომ არსებული პოლიტიკური ელიტებიც არანაირ ნდობას აღარ იმსახურებენ მოსახლეობაში.

„ფაქტი სახეზეა, რომ კრიზისი უკვე ქუჩებშია გადმოსული და ყველას თვალწინ ხდება იმ პროცესების წარმართვა, რაც აქამდე შედარებით დამალული იყო და მხოლოდ საქმეში ჩახედული ან დაინტერესებული ადამიანისთვის თუ საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული. ეს, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში, იდეოლოგიური ხასიათის გამოწვევები. ეს არის ეკონომიკური ხასიათის გამოწვევები და სოციალური პრობლემატიკა. ბუნებრივია, როდესაც არის იდეოლოგიური, ეკონომიკური პრობლემები, იქ უკვე სოციალური საკითხები უფრო და უფრო წინა პლანზე გამოდის, მწვავდება. ეს ის ბუკეტია, რაც საბოლოო ჯამში ასეთი მასშტაბური კრიზისის სახით, ასეთ მასშტაბურ ქუჩის აქციებსა და ბრუტალურ ქუჩის აქციებში გადაიზარდა. ეს პროცესი კიდევ ნათლად აჩვენებს იმას, რომ არსებული პოლიტიკური ელიტებიც არანაირ ნდობას აღარ იმსახურებენ მოსახლეობაში, მათი სანდოობა ძალიან დაბალია“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792414377

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, როცა საფ...

გიორგი გაბუნია

1792413593

ახალი ამბები

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რო...

კახა კალაძე

1792412313

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნ...

ელჭექი და ქარი

1792410965

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....

პროკურატურა

1792409888

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც. იონ...

 რატი იონათამიშვილი