ნინო ჯელაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში“, - ამის შესახებ სების ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

როგორც ნინო ჯელაძემ ინტერვიუსას განაცხადა, მართალია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რეალური ეკონომიკის ზრდასთან ფეხის ასაწყობად აუცილებელია ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებაც. ამ მიზეზით, ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაცია შუა დერეფნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ამ დღის წესრიგს. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია ტრანსსასაზღვრო გადახდების გაძლიერება, ფინტექ თანამშრომლობის მხარდაჭერა, მარეგულირებელი დიალოგის გაღრმავება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო კავშირების პარალელურად განვითარდეს. ამ რეგიონულ ძალისხმევას ავსებს საქართველოს შიდა ფინანსური ინფრასტრუქტურის უწყვეტი მოდერნიზაცია“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

„ქართული ბანკები ასევე ეტაპობრივად აფართოებენ თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობას და ზრდიან გეოგრაფიულ არეალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ხელს უწყობს რეგიონულ ფინანსურ ინტეგრაციას, აუმჯობესებს ბაზრებს შორის კავშირს და ტრანსსასაზღვრო ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან, მარეგულირებლებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას.

უფრო ფართო მიზანი ნათელია: შუა დერეფნის გასწვრივ საქონლის, მომსახურებისა და საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან ერთად, ფინანსური კავშირებიც პარალელურად უნდა განვითარდეს და ხელი შეუწყოს ამ დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ Central Banking-თან ინტერვიუში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785331196

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1785328955

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებასა და სტიქიის პრევენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს

თელავში 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რევაზ სოხაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან,...

რევაზ სოხაძე

1785327036

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციული მხილებები გაგრძელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციული მხილებების სერია კვლავ გაგრძელდება და პროცესში სხვა მაღალჩინოსნებიც გამოჩნდებიან. მისი თქმით, ეს ის პირ...

ირაკლი ჭეიშვილი

1785326015

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და...

მაკა ბოჭორიშვილი

1785325012

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებების გამო, უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული...

შემოსავლების სამსახური