რევაზ სოხაძე: თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებასა და სტიქიის პრევენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს

თელავში 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რევაზ სოხაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა პროექტირების ჯგუფთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები განიხილეს.

ამ ეტაპზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები და ხორციელდება დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის სტიქიისგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

რევაზ სოხაძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება თელავის ხევის არხისა და დამბების კაპიტალური რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს ბეტონის დამცავი კედლებისა და დამცავი ძირის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარების კეთილმოწყობას, ასევე ხევის სრული მონაკვეთის მოწესრიგებას ქალაქიდან მდინარე ალაზნამდე.

„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული გახდება. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ. პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქის უსაფრთხოებას, ისე მის ურბანულ გარემოსა და ვიზუალურ იერსახეს.

სოხაძე ასევე გამოეხმაურა მოქალაქეების ინტერესს სტიქიის შედეგად დაზიანებულ კომერციულ ფართებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღებს. უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785326015

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და...

მაკა ბოჭორიშვილი

1785325012

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებების გამო, უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული...

შემოსავლების სამსახური

1785323223

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს...

მიხეილ კიკნაძე

1785319671

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავ...

პროკურატურა

1785319237

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებაზე: საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს!

„საქართველოს არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს! ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თანმიმდევრულ, სისტემურ და ხშირად უხილ...

ლადო სადღობელაშვილი