მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას, რომ „უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები უკან იყოს წაღებული“.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და, რა თქმა უნდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას საქართველოს სუვეენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში. ეს არის რთული პროცესი, ეს არ არის მარტივი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი, ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და, სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ქვეყნის სუვერენტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785317719

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი ,,თევზის სახლი“ (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფ...

თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

1785316405

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ

1785315091

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...

პროკურატურა

1785314152

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1785310020

საზოგადოება

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართუ...

დსფს