ნინო წილოსანი: ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ

„ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი მორიგი წარმატებაა ნაურუს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ შედეგის მიღწევა პირადად მინისტრის და მისი გუნდის ჩართულობით მოხერხდა.

„ეს არის კიდევ ერთი დამატებით გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. როდესაც მცირდება ქვეყნების რაოდენობა, ვინც ცნო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გახსნა, რა თქმა უნდა ეს არის დამატებითი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნაურუმ, რომელმაც ახლა გააუქმა დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონებთან, გარკვეული წლების წინ ჩვენი ხელისუფლების დროს, ორი ქვეყნის მხრიდან იქნა იდენტური ნაბიჯი გადადგმული. 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იყოს ცნობილი და აღიარებული, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს იმ პროცესს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. 

სრული აბსურდია და არც ვაპირებ თავის მართლებას იმაზე, რომ ვინმე შეიძლება რუსულ საქმეს ემსახურებოდეს. ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის ვინ ემსახურებოდა რუსულ საქმეს თავის დროზე 2008 წლის ომით და არა მხოლოდ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, იყო დრო გარკვეული ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რადიკალების მხრიდან ისმოდა კრიტიკა. დღევანდელმა დღემ და ნაურუს გადაწყვეტილებამ ამ შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„თითოეულ ასეთ შეხვედრას და გადადგმულ ნაბიჯს აქვს კონკრეტული შედეგი. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი საგარეო პოლიტიკის სწორ წარმართვას, რომელსაც ქალბატონი მინისტრი ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785331196

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6278 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1785328955

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებასა და სტიქიის პრევენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს

თელავში 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რევაზ სოხაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან,...

რევაზ სოხაძე

1785327036

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციული მხილებები გაგრძელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციული მხილებების სერია კვლავ გაგრძელდება და პროცესში სხვა მაღალჩინოსნებიც გამოჩნდებიან. მისი თქმით, ეს ის პირ...

ირაკლი ჭეიშვილი

1785326015

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და...

მაკა ბოჭორიშვილი

1785325012

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებების გამო, უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული...

შემოსავლების სამსახური