ნინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს

„უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი - მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთული მავნებლობები) ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური მოქმედება“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამგვარი მოწოდებები არის სახელმწიფოზე თავდასხმა და პროვოკაცია, რასაც ერთი მხრივ პასუხი სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი საზოგადოებამ უნდა გასცეს.
„ᲩᲕᲔᲜᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲐᲨᲘ, ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲨᲘ, ᲧᲕᲔᲚᲒᲐᲜ ᲡᲐᲙᲛᲐᲝᲓ ᲛᲙᲐᲤᲘᲝᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ - ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲬᲧᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲮᲝᲑᲐ, ᲐᲜ ᲓᲐᲛᲮᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲛᲝᲬᲝᲓᲔᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲔᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲪᲔᲪᲮᲚᲡ ᲔᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲘᲐᲜ. ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲛᲖᲘᲐ ᲐᲛᲐᲦᲚᲝᲑᲔᲚᲘ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲣᲚᲐᲓ ᲓᲐ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲐᲪᲘᲣᲚᲐᲓ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲓᲐ, ᲠᲝᲛ ᲘᲛ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲔᲠᲢᲧᲐ ᲡᲘᲚᲐ, ᲐᲛ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘᲪ ᲛᲐᲗᲘ ᲔᲡ ᲛᲝᲬᲝᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲖᲔ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ᲗᲐᲕᲓᲐᲡᲮᲛᲐ ᲓᲐ ᲔᲡ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲐ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲡ ᲘᲛᲐᲡ, ᲠᲝᲛ ᲗᲣ ᲒᲐᲣᲕᲐᲗ, 4 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ ᲐᲛᲘᲡ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲐ ᲔᲥᲜᲔᲑᲐᲗ. ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲝᲛ „ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐᲡ“ ᲞᲣᲚᲡᲘ ᲐᲠ ᲔᲡᲘᲜᲯᲔᲑᲐ, ᲛᲐᲗᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ ᲐᲠ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲘᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲮᲚᲐ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲐᲛ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲓᲐ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲜᲐᲪᲘᲡᲢᲣᲠ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲡ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲘᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲠᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲐ ᲒᲐᲮᲓᲔᲡ ᲠᲔᲐᲚᲝᲑᲐ. ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲜᲔᲜ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲙᲐᲜᲝᲜᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲛᲝᲬᲝᲓᲔᲑᲐᲖᲔ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲣᲑᲐᲠᲘ, ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲘᲫᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲠᲝᲛ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲘᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝᲡ.
წინასაარჩევნო პერიოდში რაოდენ რადიკალურებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რეალურად პოზიციონირებენ როგორც ოპოზიცია და მათთან მიმართებით განსაკუთრებით ფრთხილები ვართ, რომ ეს არ გაიყიდოს ძალიან ცუდად უცხოელი აქტორების თვალში. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება და სამოქმედო არეალი მიეცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ არ იყოს სპეკულაციები. ეს ყველაფერი არ ანულებს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული კანონდარღვევის მოწოდებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან პროვოკაცია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საზოგადოების მხრიდან“, - აცხადებს წილოსანი.
1757348074
ახალი ამბებიპროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?
ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“, - ამის...
1757344663
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ
„სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა საპარლამე...
1757336190
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია
2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყ...
1757335927
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახუ...
1757334385
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რომელიც საწარმოების შემდგომი გაძლიერებისკენ მიიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებამ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა მოამზადა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის გე...