მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რომელიც საწარმოების შემდგომი გაძლიერებისკენ მიიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებამ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა მოამზადა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის გეგმა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მომზადდა და პროცესი საწარმოებში უკვე მიმდინარეობს.

„აღნიშნული ოპტიმიზაციის გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რაც განპირობებულია მასშტაბური საკადრო ოპტიმიზაციით, ასევე შესყიდვების, მომსახურების ხარჯების, გარკვეული პროექტების მიზნობრიობისა და ღირებულებების შემცირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიიმართება უშუალოდ საწარმოების შემდგომ გაძლიერება-გაჯანსაღებაში და მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაციის პროცესს უდიდესი გავლენა ექნება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვა მიმართულებით - სექტორულ გაძლიერებასა და განვითარებაზე.

„ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება-განვითარების კუთხით. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ძალიან მალე შეიტყობს“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757331085

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: წინა წელთან შედარებით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გაზრდილია ახალგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას

„საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიიღო შესაბამისი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სტაჟირების სქემა შევიმუშავეთ. ახალი სქემის...

გივი მიქანაძე

1757329320

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ენჯეოებმა“ ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება, ზუსტად იგივე ხდება „ფარაზეც“, რადგან იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს

ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვიათ კანონის დროებით შეჩერება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან...

ლევან მაჭავარიანი

1757327773

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით...

გეკა გელაძე

1757326846

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება

„ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ...

მიხეილ სარჯველაძე

1757324687

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად

„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის. მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატ...

ლევან მახაშვილი