ვახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია

2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკაში არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება. მისი თქმით, 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 - 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

„აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს - აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და გრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიზანმიმართული მხარდაჭერა. ასევე ხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757331085

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: წინა წელთან შედარებით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გაზრდილია ახალგაზრდების ინტერესი და ვაკანსიების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას

„საქართველოს პარლამენტმა წინა მოწვევაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიიღო შესაბამისი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სტაჟირების სქემა შევიმუშავეთ. ახალი სქემის...

გივი მიქანაძე

1757329320

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ენჯეოებმა“ ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება, ზუსტად იგივე ხდება „ფარაზეც“, რადგან იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს

ქართულ გამჭვირვალობის კანონზეც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვიათ კანონის დროებით შეჩერება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან...

ლევან მაჭავარიანი

1757327773

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით...

გეკა გელაძე

1757326846

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება

„ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ...

მიხეილ სარჯველაძე

1757324687

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად

„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის. მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატ...

ლევან მახაშვილი