ობიექტებს, სადაც ყველა თანამშრომელსა და სტუმარს "მწვანე სტატუსი" აქვს - საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცა

2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, სასტუმროებსა და რესტორნებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება ეძლევათ. თუმცა ეს შეეხება მხოლოდ იმ დაწესებულებებს, რომლის ყველა თანამშრომელსა და სტუმარს „მწვანე“ სტატუსი აქვს.

აღნიშნულს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილების თანახმად, რომლითაც ეს ცვლილებები ძალაში შედის, აღნიშნულია:

საახალწლო ღონისძიების გამართვა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 15 იანვრამდე დასაშვებია მხოლოდ იმ სასტუმროებში, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა ყველა თანამშრომელსა და სტუმარს აქვს „მწვანე“ სტატუსი.

ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების გამართვა სასტუმროებს, განთავსების მსგავს საშუალებებსა და კვების ობიექტებს შეუძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, „კოვიდ 19“-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედებული რეგულაციების დაცვით“.

ესაა პირველი პრეცედენტი, როდესაც დაწესებულება, თანამშრომლების მწვანე სტატუსის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი შეზღუდვებისგან თავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ პირველი დეკემბრიდან მოქმედებს და ის მხოლოდ მომხმარებლებზე ვრცელდება.

მანამდე, შრომის ინსპექციამ გამოთქვა ინიციატივა, რომ „მწვანე სტატუსის“ მქონე დაწესებულებას ანუ ბიზნესს ობიექტს, რომლის თანამშრომელთა უმეტესობა აცრილია, გარკვეული რეგულაციები, მათ შორის სოციალური ღონისძიებების აკრძალვა მოეხსნას. წყარო: 1tv

სხვა სიახლეები:

🔳 "ვეძებ ძიძას 10 წლის ბიჭისთვის, რომელსაც გათვითცნობიერებული ექნება, რომ ძიძა და "ყარაული" სხვადასხვა რამეა" - ფეისბუკმომხმარებლის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

🔳 "ღმერთო, რა გახდა, ადამიანისა და ქვეყნის მოყვარული მთავრობა რომ გაიმეტო ჩვენთვის?" - სოფიო ხორგუანი

🔳 "ეჰ, წონაში კლება ტვინს, ინტელექტს და შიგთავსს რომ ცვლიდეს" - რატომ აკრიტიკებს თაკო ჩარკვიანი ელისო კილაძეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768487930

საზოგადოება

Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმ...

Groupe ADP

1768486899

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, 75 ქვეყანაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგა...

გიორგი გაბუნია

1768485634

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1768485210

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში

ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...

ააა

1768485068

ახალი ამბები

მახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა

როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი