„ონლაინკაზინოში მოგებული 216 963 ლარის განკარგვა „ქურდული გარჩევით“ - პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1995 წელს დაბადებული გ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი 1983 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს - "კანონიერი ქურდობისთვის", 1988 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს წევრობისთვის", ხოლო 1989 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის. რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს, მას ბრალი "ქურდული სამყაროს წევრობისთვის" პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე დ.უ.-ს მიერ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში 216 963 ლარის მოგების შესახებ. მათ, სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს. „ქურდული სამყაროს" წევრი დ.ჯ. დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ, „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ხ.-ს და „კანონიერ ქურდ“ ლ.ჩ.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დ.უ.-ს ონლაინკაზინოში მოგებული თანხის ნაწილი მისი მითითების გარეშე არ უნდა განეკარგა.
ამის შემდეგ, დ.უ.-ს „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა - ლ.მ.-მ და გ.ყ.-მ „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა დაუდასტურეს და მას მფარველობას დაჰპირდნენ, რითაც მხარი დაუჭირეს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
დანაშაულები 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























