ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას მიმართავენ.  

მიმართვას. რომელსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ სრულად გთავაზობთ:

"საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერი - 0,67%;

აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მუდმივი, ნაცვლად შემდეგი ორი არჩევნებისა;
არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საარჩევნო ბლოკებსაც.
ამ ცვლილებების განხორციელება იქნება გარანტია ქართული პოლიტიკური სპექტრის გარანტირებული მრავალფეროვნების, გამორიცხავს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს ერთპიროვნულ კონტროლს და იქნება სტიმული თანამშრომლობის და კოალიციური წესით ხელისუფლებების მომავალში დაკომპლექტების.

ჩვენი აზრით ევროპულ გზაზე მიმავალ ქვეყნისთვის რომელსაც აქვს 30 წლიანი პოლარიზაციის მძიმე ისტორია გვჭირდება ჰოლანდიის საარჩევნო მოდელის მსგავსი სისტემა რაც აუცილებლად მოგვიტანს მრავალფეროვნებას და ინტენსიური თანამშრომლობის საჭიროებას.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ პირობებს, იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არსებობს საარჩევნო ბლოკების შექმნის დიდი ტრადიცია და თავად „ქართული ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა სწორედ როგორც საარჩევნო ბლოკმა. სხვათა შორის სწორედ საარჩევნო ბლოკებმა უზრუნველყვეს ხელისუფლების ყველა მშვიდობიანი გადაბარება საქართველოში (1990 და 2003 წლებშიც). საარჩევნო ბლოკები არის კარგი საშუალება იმისათვის რომ მოხდეს ძალზე ფრაგმენტირებული ქართული პოლიტიკური სპექტრის ეტაპობრივად კონსოლიდაცია. საარჩევნო ბლოკების გარეშე პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან უარი თქვან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და კენჭი იყარონ ან „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით, რაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ელექტორატის ნახევარზე მეტს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სწორედ ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის ძალისხმევით კონსტიტუციაში გათვალისწინებული იქნა ერთჯერადი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნენ საარჩევნო ბლოკები.

იმედი გვაქვს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ეროვნული თანხმობის“ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ იქნება ზ/ა საკითხის შესახებ შეთანხმება, რაც საფუძვლად დაედება პოლიტიკურ ძალთა დიალოგს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და გამორიცხავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას არაკონსტიტუციური სცენარით.

იმავდროულად ვთხოვთ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, რათა მიღწეულ იქნეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ზემოაღნიშნულ საკითხზე“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ოჯახს 5 თვის განმავლობაში ძიძა სახლში ჰყავდა გამოკეტილი - შოკის მომგვრელი შემთხვევა თბილისში

🔵 ვახო სანაია: ადამიანის უფლებაა, იყოს ათეისტი ან მორწმუნე თუ რაც უნდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766082921

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას მოუწევს დრონების წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება, თუ კიევი გაზაფხულზე ევროკავშირისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს

„უკრაინას მოუწევს დრონების წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება, თუ კიევი გაზაფხულზე ევროკავშირისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „თუ უკრაინა გაზაფხულ...

ზელენსკი

1766080709

საზოგადოება

საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს „ნიკოლა ტესლას“ მუზეუმში სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა

სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი „ნიკოლა ტესლას“ მუზეუმს ეწვია. თამარ ბაგრატიონს მუზეუმში სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლ...

თამარ ბაგრატიონ

1766079992

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, ს...

საქართველოს პრეზიდენტ

1766078530

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს - შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ეს ცხოვრებაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოზიცია, შესაძლოა, დროთა განმავლობაში...

ზოგადი

1766076635

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ა...

აა