ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლონელი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში, ევროპისთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება.

„თუ ჩვენ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, თუ მას მარტო დავტოვებთ შესაძლოა, უკრაინამ ვერ გაუძლოს ამას და შემდეგ ევროპა გადაიხდის არა ფულით, არამედ სისხლით“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, თუ მოვლენები უარყოფითად განვითარდება, ეს ფრონტზე აღჭურვილობის მიწოდებაზეც იმოქმედებს.

„თუ უკრაინა გაზაფხულზე ტრანშს არ მიიღებს, უკრაინაში დრონების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის დრონების წარმოების დაახლოებითი პარიტეტი დაიკარგება.

„თუ მშვიდობა იქნება, უკრაინა ამ ფულს რეკონსტრუქციისთვის გამოიყენებს“, - დასძინა ზელენსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766070143

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსი...

ლევან მაჭავარიანი

1766068543

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე: ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში

გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს. „ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა...

გიორგი გამსახურდია

1766068108

საზოგადოება

პრეზიდენტი: მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა საკითხს შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, მართლმადიდებლობას...

მიხეილ ყაველაშვილი

1766067569

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ

„ოფიციალური თბილისის პოზიცია ძალიან მკაფიო იყო და ხაზგასმული იყო, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის გადის პირველ რიგში სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გზაზე და არაფერი დადგება ამის საპირწონედ“,...

მარიამ ლაშხი

1766066543

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თ...

საქართველოს პრეზიდენტ