ოჯახს 5 თვის განმავლობაში ძიძა სახლში ჰყავდა გამოკეტილი - შემთხვევა თბილისში მოხდა

ოჯახს 5 თვის განმავლობაში ჰყავდა ძიძა სახლში გამოკეტილი, - ამის შესახებ  „ძიძების ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში იყო დასაქმებული და დახმარებას ითხოვდა, რადგან სახლის დატოვებას ვერ ახერხებდა.

"ძვირფასო ძიძებო, ძიძების ასოციაცია გაფრთხილებთ თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მოსახლე ოჯახის შესახებ, რომელიც ეძებს 24-საათიან ძიძას. იცოდეთ, რომ ოჯახში არსებობს თქვენი უფლებების შელახვის და ფიზიკური ზიანის საფრთხე. თუ მაინც გადაწყვეტთ მუშაობის დაწყებას, აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება.

რამდენიმე დღის წინ ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც დასაქმებული იყო ამ ოჯახში და ითხოვა დახმარებას, რადგან იყო ჩაკეტილი და სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა სახლის დატოვებას.

- ჩვეულებრივ, მას სამუშაო დღე-ღამის მანძილზე არ ჰქონდა სახლის დატოვების, ან ბავშვის გასეირნების უფლება. 5 თვის განმავლობაში, ამ გრაფიკით იმუშავა 24-საათიან რეჟიმში და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები;

- კვირაში 1 დასვენების დღე ხშირად იყო გამოყენებული ოჯახის მიერ, შეთანხმების და დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

- ბავშვთან ძიძა თითქმის მუდმივად მარტო იმყოფებოდა;

- თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ ძიძის ნებას, სურვილს და უფლებებს;

- სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ 1 თვით ადრე გაფრთხილების მიუხედავად, ძიძას არ აძლევდნენ სახლის დატოვების უფლებას და განზრახ არ მიდიოდნენ სახლში, რომ მას არ დაეტოვებინა ბავშვი;

- ძიძა იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის მდგომარეობაში და ამის გამო (კარის ჩამკეტი კოდის ცოდნის მიუხედავად), ვერ იღებდა სახლის დატოვების ან 112-ზე დარეკვის გადაწყვეტილებას;

- ძიძების ასოციაციამ მას გაუწია საჭირო კონსულტაცია. სატელეფონო კონტაქტით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და დარწმუნების შედეგად, მოახერხა სახლიდან გამოსვლა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება.

ამ ეტაპზე ასოციაცია შეგნებულად არ ასაჯაროებს ოჯახის ვინაობას.

თუ კიდევ ვინმე ხართ მსგავს პირობებში, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მომართოთ ასოციაციას," - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია“ - გია მურღულია

🔵 ყაჩაღობის და ქურდობის 13 საქმე - საბერძნეთში დაკავებული 48 წლის ქართველი ქალის, მეტსახელად „ობობას“ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

🔵 ევროპულ ეკლესიებს არ ეშინიათ, რომ ქართველები მათ რწმენას წავართმევთ და არ გვმტრობენ და არც გვავიწროვებენ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე