პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მან ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც ილია მეორეს ქვეყნის მიმართ ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი ისევე, როგორც მთელი მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც ის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ძნელბედობის პერიოდი, როდესაც საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომი.
ჩვენ გვახსოვს მისი და თანადგომა და მისი მეთაურობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომა ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება, ითქვას, რომ 1990-იან წლებში, სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომ ერთადერთი ნუგეში იყო ეკლესია, სწორედ ეკლესიამ მოახდინა ფორმირება და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა გაჯანსაღდა და კიდევ უფრო ძლიერს ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ამ ყველაფერმა ხელი.
კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ღირსეულად გავაგრძელოთ ცხოვრება უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიაგო პატივი.
1774037445
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ - ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს. როგორც ხაინდრავ...
1774035826
საზოგადოებაკვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია. ა...
1774033351
საზოგადოებასაპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე, დაიხურება
სამების საკათედრო ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლ...
1774031844
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-...
1774028123
საქართველოსლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს. თავის მიმართვაში ჩოვანეც...


























