კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია.
ანიტა დემეტრიუმ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული პირადი სამძიმარი და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრის სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
მსოფლიომ ჭეშმარიტად ისტორიული პიროვნება დაკარგა, რომლის მამობრივი სიყვარული და ზნეობრივი სიცხადე სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს. მისი გარდაცვალებით გამოწვეული დანაკარგი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა გლობალური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც მისი მშვიდი და მტკიცე ხმა მნიშვნელოვანი საყრდენი იყო მშვიდობისა და საერთაშორისო წესრიგისათვის. მისი ღვაწლი შთაგონების წყარო იქნება მომავალი თაობებისთვისაც.
ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ. მარადიული იყოს მისი ხსოვნა“, - აღნიშნა სამძიმრის წერილში კვიპროსის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტმა.
საელჩოში სტუმრობისას პალატის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს.
კვიპროსში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ქართველ ერს მიუსამძიმრეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვიპროსის რესპუბლიკაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
1774026338
ახალი ამბებიშსს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1774025000
მსოფლიოიესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია. ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვ...
1774022391
საზოგადოებასერბეთის პატრიარქი პორფირე: ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია
პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზა...
1774019984
საზოგადოებაპოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქარ...
1774018475
ახალი ამბებიდეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა
„დღეს ჩვენ გვაქვს ავტოკეფალია და პატრიარქმა ამით ჩვენს ერსა და ეკლესიას ღირსება დაუბრუნა, რაც ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული გვქონდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. დეკანო...



























