გოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ - ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს.
როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.
„არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან. წარმოიდგინეთ რა სიყვარული დატოვა. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ სამების საკათედრო ტაძარში, მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა.
დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს ამ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა დატოვა სიყვარული.
ვინც ახლა იქ დგას [სამების ტაძარში], რომ უთხრა შედი და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენე ან თავს მოგაჭრით, დარწმუნებული ვარ ყველა წავა და თავს დადებს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1774026338
ახალი ამბებიშსს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1774025000
მსოფლიოიესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია. ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვ...
1774022391
საზოგადოებასერბეთის პატრიარქი პორფირე: ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია
პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზა...
1774019984
საზოგადოებაპოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქარ...
1774018475
ახალი ამბებიდეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა
„დღეს ჩვენ გვაქვს ავტოკეფალია და პატრიარქმა ამით ჩვენს ერსა და ეკლესიას ღირსება დაუბრუნა, რაც ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული გვქონდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. დეკანო...



























