სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი მთელი ღამე არ შეწყვეტილა - პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან
სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება - სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები. კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან. იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ვატიკანის დელეგაციასაც ელოდებიან.
22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე, სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს, გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774077547
ახალი ამბებიგიორგი მიქაუტაძე „სოსიედადთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ვილიარეალს“ „რეალ სოსიედადის“ დამარცხებაში დაეხმარა - 3:1. ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ...
1774074694
ახალი ამბები21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ ემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტა...
1774073753
ახალი ამბებიპაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მი...
1774073024
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაც...
1774039726
საზოგადოებასერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა
პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა სერგო ვარდოსანიძ...






























