პაპუაშვილი უკრაინის დელეგაციაში ყოფნას ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთავაზობს

პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთავაზობს უკრაინის დელეგაციაში ჩასმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული - გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეთავაზება გვქონდა, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო ", - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. 

პაპუაშვილის განცხადებით, ახლა ორგანიზაციულ საკითხებს არკვევენ და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთხოვს, მიაწოდოს იმ პოლიტიკოსის ვინაობა, ვისი ჩასმაც სურთ უკრაინის დელეგაციაში:

„მექნება კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი“, - თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ, 13 აპრილს ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. 

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

ასევე საინტერესოა:

🔵  „2006 წელს ვთქვი - რუსეთის ბაზარი იმდენად უხარისხოა, ფეკალიები რომ შეიტანო ისიც კი გაიყიდება მეთქი და ჯვარს მაცვეს“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

🔵 დასავლეთში 0, -1, აღმოსავლეთში -1, -3, ხოლო მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი 14-16 აპრილს საქართველოში

🔵  „ჰო, ჩვენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ავაშენებთ საბავშვო ბაღს!ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა“ - გიგა მაქარაშვილი ინიციატივით გამოდის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი

1791385727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

შალვა პაპუაშვილ

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა