პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანოში 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ ერთადერთი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება იქნება, ოთხშაბათს კი ორი ინტერპელაცია გვექნება. ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიმართა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებაზე.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადასცა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771247741

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საქმიან...

მაია ბითაძე

1771245968

საზოგადოება

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნ...

ავტოტრანსპორტის მოძრაობა

1771244805

ახალი ამბები

გეკა გელაძე - მინდა, კიდევ ერთხელ დავპირდე საზოგადოებას, რომ ნარკოდანაშაულის მიმართულებით გავაგრძელებთ უმკაცრეს პოლიტიკას, როგორც საპოლიციო, ისე საპრევენციო ხასიათის ღონისძიებებს

ჩვენ საზოგადოებას დავპირდით რვა თვის წინ, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და განვახორციელებდით უკომპრომისო ბრძოლას, შედეგიც სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან...

გეკა გელაძ

1771243628

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ, პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს

„მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი, დაეწიოთ...

ლევან მაჭავარიანი

1771243417

ახალი ამბები

ნინო წილოსანი - „გრანტების შესახებ“ კანონში დაზუსტებები შევიდა, რაც გახმაურებულ თემებს შეეხო, მათ შორის, რასაც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე სპეკულირებდნენ, ეს სრულიად გამოირიცხა

„გრანტების შესახებ“ კანონში დაზუსტებები შევიდა, რომელიც გახმაურებულ თემებს შეეხო, მათ შორის იმას, რასაც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე სპეკულირებდნენ და ეს სრულიად გამოირიცხა, – ამის შესახებ პ...

ნინო წილოსანი