ქადაგიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: ეს ნიშნავს იმ დანაშაულის აღიარებას, რისი განხორციელებაც 4 ოქტომბერს უნდოდათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ
„ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ. პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „აღნიშნული განცხადება სასამართლოსთვის ყველაზე მყარი არგუმენტია ამ ჯგუფის დანაშაულთან დაკავშირებით“.
„ეგონა, თავს დაიძვრენდა. ალბათ, დღეს იცის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ამიტომ, სურს, ჩავარდნილი სპეცოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად გმირის მანტია მოისხას რევოლუციის მომხრე შიდა თუ გარე აქტორების წინაშე. შეიძლება, შურისძიებაც ამოძრავებს იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვისაც მისთვის მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა და არ გამოუცხადეს. ეს კიდევ ერთხელ ნასროლი ქვაა მათი ბოსტანის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.
1771248459
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ სწორი გზით ვვითარდებით, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ევრობიუროკრატიის და პოლიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ ომის ნარატივშია ჩარჩენილი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლ...
1771247801
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6799, ევრო – 3.1802, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6578 ლარი ეღირება. დღეს კი,...
1771247741
საზოგადოებაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საქმიან...
1771246029
ახალი ამბებიპარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
საკანონმდებლო ორგანოში 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინ...
1771245968
საზოგადოებააიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნ...


























