რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ. როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტსაც
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმს აკრძალავს.
„როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ; ფასების დროს ისინი გაძვირების მხარეს დგებიან; გამჭვირვალობის დროს ისინი შავ-ბნელი მიზნებით შემოიფარგლებიან და აქაც ასეა, როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი, რა თქმა უნდა, ებრძვიან ჩვენს ქვეყანასაც, კონსტიტუციასაც და სუვერენიტეტსაც“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - „სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი მუხლი შედის. დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას სამ წლამდე ვადით. ცვლილებათა პაკეტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
1771248459
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ სწორი გზით ვვითარდებით, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ევრობიუროკრატიის და პოლიტიკოსთა ნაწილი ჯერ კიდევ ომის ნარატივშია ჩარჩენილი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლ...
1771247801
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6799, ევრო – 3.1802, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6578 ლარი ეღირება. დღეს კი,...
1771247741
საზოგადოებაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საქმიან...
1771246029
ახალი ამბებიპარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს
საკანონმდებლო ორგანოში 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინ...
1771245968
საზოგადოებააიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნ...


























