პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა. ქონების სააგენტოს თანხმობით, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, რომ არასაინვესტიციო ვალდებულებების დროს განახორციელოს ეკონომიკურ ბრუნვაში ქონების ჩაშვება.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონის მოქმედ რედაქციაში ტერმინი „რეალიზაცია“ გამოყენებულია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ, ხოლო სხვა ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ გამოყენებულია ტერმინი „პრივატიზება“. მისი განცხადებით, მიზანშეწონილია, კანონში გამოყენებულ იქნას ერთგვაროვანი ტერმინი. შესაბამისად, ,,რეალიზაციის“ ნაცვლად , ყველა სახის მოძრავი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება ტერმინი „პრივატიზება“.
1760539395
მსოფლიოReuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს
სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...
1760537331
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით
„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...
1760537284
ახალი ამბებიბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...
1760534367
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...
1760534302
საზოგადოება82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია
82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...