Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ „ეს დაპირება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვის ორი მთავარი სამხედრო ბაზა სირიაში უსაფრთხოდ იქნება“.
ალ-შარაა, რომელიც თავის დროს „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს ხელმძღვანელობდა და რომელმაც გასული წლის ბოლოს დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ამ განცხადებით კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას გამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და საერთო ინტერესები, რომლებიც გვაკავშირებს რუსეთთან, და ჩვენ პატივს ვცემთ მასთან დადებულ ყველა შეთანხმებას. ვმუშაობთ რუსეთთან ურთიერთობების ბუნების ხელახლა განსაზღვრაზე“, - განუცხადა ალ-შარაამ პუტინს.
პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისათვის, რომ იმოქმედოს იმ „მრავალ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაზე“, რომლებიც უკვე განიხილეს ორ მხარეს შორის ურთიერთობების განახლების საკითხში.
1760534367
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...
1760534302
საზოგადოება82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია
82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...
1760533349
ახალი ამბებისუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...
1760531978
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით
ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალ...
1760530823
ახალი ამბებიცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მე...