დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

ეკლესიურმა ხალხმა იცის, მაგრამ იმათთვის ვიტყვი, ვისაც „ტვ პირველი“ ატყუებს.
სრული აბსურდია ამ სიუჟეტში გადმოცემული, მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს!
მამა ანდრია კი არ იბარებს, იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად.

და თუ რომელიმე მღვდელმსახური აცხადებს, რომ კომისიაზე დაძახება, არ ესმის რას ნიშნავს (არ ესმის ვინ იხმობს), განვუმარტავ (თუმცა წესით ყველა სასულიერო პირმა იცის), ეს არის ოფიციალური დაძახება, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის (ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის) ლეგიტიმურ კომისიაზე.

ფუჭია ყველა მცდელობა, ამ საკითხის ჩემთან რაიმე პირად დაპირისპირებაში განხილვისა, მხოლოდ იმის გამო, რომ მიწევს რაიმე ოფიციალური პოზიციის გაცხადება. მით უმეტეს, მამა დოროთეს პატრიარქის მდივნისგან ეცნობა კომისიაზე მოწვევა და არა კერძოდ ჩემგან.

ზოგადად პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, მნიშვნელოვანი საკითხის დევალვაციის და ჩემს, ერთი სასულიერო პირის ინტერესზე დაყვანის მცდელობაა. თავადაც შედიან ამით შეცდომაში და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ.

აქვე ვიტყვი, მამა დოროთეს ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ და არავითარი პირადი საკითხი მასთან არ მაქვს.

კომისიაზე კი მოწვეულია ხუთშაბათს, მოწვეულია პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ, სადაც, როგორც ზემოთ დავწერე, მღვდელმთავრებიც შედიან“, - წერს ჯაღმაიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760463316

ახალი ამბები

ალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება

ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...

 ალესანდრო ნესტა

1760461672

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...

მიხეილ სარჯველაძე

1760459588

მსოფლიო

ზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...

ზელენსკი

1760457488

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება

საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...

ელინა ვალტონენი:

1760457419

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...

ელინა ვალტონენი