"პატრულ-ინსპექტორმა დაკავებულს, ხელბორკილის თავში ჩარტყმით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა" - უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, ორი სამართალდამცველი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზეგანხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს.
დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.
„რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტს, 2022 წლის 31 ივლისს, ბათუმში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ. პატრულ-ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან.
დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები დანაშაულში მხილებული სამართალდამცველების დაკავების თაობაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას, ორივე სამართალდამცავი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792329712
სპორტიძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონ...
1792329556
სპორტისანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რ...
1792327462
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას
დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილ...
1792325947
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინა...
1792324150
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის რიტორიკულ კითხვას სვამს - საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო...


























