რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო
უკვე 2 წელია, რაც ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] მივიღეთ და ის სტერეოტიპი, რომ ეს კანონი თითქოს ვინმეს დასჯაზეა, ვინმეს უფლების შეზღუდვაზეა ეს არის მტკნარი სიცრუე. ამ 2 წლის მანძილზე ერთ ადამიანს ვერ დამისახელებთ ვისი უფლებაც შელახულა, ვისაც გაუსაჩივრებია, მაგრამ პრევენციის მიმართულებით ამ კანონმა უკვე ეფექტური შედეგები გამოიღო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემა საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს საკმაოდ აქტუალური პრობლემა, რომელსაც არ აქვს სპონტანური ხასიათი, აქვს კარგად დაგეგმილი, მომზადებული, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სტრატეგიები და განსაკუთრებით ასეთი სტრატეგიები არის საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მაშინ მგონი თქვენც [არჩილ გამზარდია] უნდა შეიცვალოთ ამასთან დაკავშირებით შეხედულება“, - მიმართა რატი იონათამიშვილმა არჩილ გამზარდიას.
იონათამიშვილის განცხადებით, თუ დღეს დედა და მამა უხერხულ ტერმინებად გამოცხადდა, ხვალ დისკრიმინაციულ ტერმინებად გამოცხადდება.
„10 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო ვინმე თუ ილაპარაკებდა იმაზე, რომ ქალთა სპორტში მამაკაცები გამოვიდოდნენ და ამას ვინმე დააკანონებდა. დღეს ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. დღეს ვხედავთ, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ტრანსგენდერები გამოდიან და ამაზე დისკუსია არის გაშლილი. ვერავინ წარმოიდგენდა თუ სიტყვების მშობელი ერთის და მშობელი ორის დაკანონება მოხდებოდა სხვადასხვა აპლიკაციებში. ეს არის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის რეგისტრაციის ფორმა, ასეთი ფორმები არსებობს აშშ-ს სხვადასხვა შტატში, კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში, საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, სადაც დედის და მამის მითითება არ ხდება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2024 წელს ენტონი ბლინკენმა თავისი თანამშრომლებისთვის გამოსცა შიდა განაწესი, სადაც ქალი და კაცი, ასეთი სიტყვები უხერხულ ტერმინებად გამოაცხადა და მათ ე.წ ნეიტრალური ტერმინების გამოყენების არათუ რეკომენდაცია დავალება მისცა. აქ ძალიან საინტერესო ის არის, რომ დღეს უხერხულ ტერმინებად გამოცხადდა დედა და მამა, ხვალ დისკრიმინაციულ ტერმინებად გამოცხადდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
1774718791
ახალი ამბებიგურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევა სამების ეკლესიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ერთი პირი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.არი...
1774718568
მსოფლიოსაბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ Guardian-ი იტყობინება. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სანაპირო დაცვამ მო...
1774717695
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: აშკარაა პოზიტიური ტენდენცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში - ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობა აშშ-სთან და იმედი მაქვს, მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში პოზიტიურ ტენდენციაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფ...
1774714781
ახალი ამბებიაიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომ...
1774711216
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროცესებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საქართველო ვითარდება და მიისწრაფვის მომავლისკენ, თუნდაც ახალი...































