პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს
დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის - 1986 წელს დაბადებული ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს 30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.
რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბ.ხ. - ს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს.
თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.
1760250396
მსოფლიოავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
ავღანეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. საზღვარზე „თალიბანის“ მებრძოლებსა და პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები დაიწყო. პაკისტანში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბრის...
1760249128
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
12 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +20 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება,...
1760215628
მსოფლიომსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია. დაიან...
1760214156
მსოფლიომაკრონი ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის შუამავლობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 13 ოქტომბერს, ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის შუამავლობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და განიხილოს მისი შემდეგი ეტაპე...
1760211013
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს
ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თ...