არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს

„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
არქიმანდრიტმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, „იყო თუ არა დაპირისპირება 4 ოქტომბერს?“, დოროთე ყურაშვილი პასუხობს, რომ „დაპირისპირება, პროვოკაცია მოაწყო მთავრობამ და ღობე იყო გადაჭრილი“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც აქციაზე პიროტექნიკას ისროდნენ, ისინიც მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი იყო.
ასევე ამბობს, რომ ის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, „რომელიც უნდა მოხდეს“.
„როგორც მაშხალებს ისროდნენ თვითონ მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი, რომლებიც მთავრობამ შეიყვანა იქ და მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, აი ასევე, მთავრობამ გამოიწვია თვითონ, რომ ეს მოჭრილი ღობე დაახვედრა და თავისმა ხალხმა გადაამტვრია ის. თავისი ხალხი შევიდა და თავისთავად, აქციის მონაწილეები წამოეგნენ პროვოკაციას. ეს იყო იქ. მურთაზ ზოდელავა ღობის ჩასანგრევად იქ არ ჩასულა“, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
1760257106
მსოფლიოტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა გაავრცელა. ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რ...
1760254375
საზოგადოებასაბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს
საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის...
1760252233
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებულიოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშ...
1760252105
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეც...
1760250396
მსოფლიოავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
ავღანეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. საზღვარზე „თალიბანის“ მებრძოლებსა და პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები დაიწყო. პაკისტანში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბრის...