მაია ორჯონიკიძე ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსგან პასუხს - ან უარყოს, ან დაადასტუროს, მაგრამ, თუ თამარამ სიმართლე თქვა, მაშინ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ

 მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს და მის თავმჯდომარე, ქალბატონ თინა ბოკუჩავას: კატეგორიულად ვითხოვ - მაქვს ამისი მორალური და სხვათა შორის, პოლიტიკური უფლებაც, რომ ის პარტია, რომლის მუდმივი მხარდამჭერი ვიყავი და არსად არასოდეს გადამიხვევია, მე, როგორც ერთი რიგითი მხარდამჭერი, ვითხოვ ჩემი პარტიის ლიდერშიპისგან, გამობრძანდნენ რაც შეიძლება მალე და ან უარყონ და თქვან, რომ ეს არის სიცრუე, რომ თურმე, ეს ქვეყნის დამაქცევარი, გვამებზე მოსიარულე ქალი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ისე ახლოსაა [მათთან], დღე და ღამე კუბოში დებს მიშას, დღე და ღამე „ნაცმოძრაობას“ აგინებს და მისი ლაპარაკიდან გამომდინარე, არათუ მოსმენილი აქვს „ჩერეზ-ჩერეზ“, არამედ, შიდა საუბრებსაც ესწრება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, მაია ორჯონიკიძემ.

ორჯონიკიძე აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილიც საქმის კურსში იყო, „99 პროცენტით ტყუილია“, თუმცა, 1 პროცენტი ეჭვის გაქარწყლებას „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან მოითხოვს.

მისი თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და იმ პარტიის ლიდერები, რომელსაც ჩერგოლეიშვილი სულ ლანძღავს, მასთან ერთად „ყავას სვამენ“, შიდა საუბრებსაც უზიარებენ, მაშინ, ის „ნაცმოძრაობას“ ხმას აღარასდროს მისცემს.

„მე, ადამიანი, რომელსაც ბიოგრაფიაც მაქვს, დამსახურებებიც მაქვს, ამდენი წელია ერთგულად ვდგავარ ჩემი ქვეყნის გვერდით და ამიტომ ვარ „ნაცმოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა პირიქით - მე, მსგავსი არაფერი გამიგია და თამარა ჩერგოლეიშვილი, რომელიც არის გაცხადებული მტერი სააკაშვილის და მისი დაარსებული „ნაცმოძრაობის“, თურმე, ვიღაც-ვიღაცები, მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მეგობრებო, ერთად სვამთ ყავას და როგორც თამარამ თქვა, შიდა საუბრებს ასმენინებთ? მაშინ, თუ 1% პროცენტი მაინც ასეა, მე, პირდაპირ ვამბობ, არავის გავასულელებინებ თავს, მე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, არც „ნაცმოძრაობაზე“, არც „კომპარტიაზე“, აღარასოდეს აღარ მოგცემთ ხმას! „ნაცმოძრაობას“ არასოდეს აღარ მოგცემთ ხმას, იმიტომ, რომ მე არასოდეს ვაპატიებ ჩემი პარტიის ლიდერშიპს, თუ ის ჩემი ქვეყნის და იმ პარტიის მტერთანაა, რომელსაც გვერდით ვუდგავარ რითაც შემიძლია. ე.ი. რა გამოდის, რომ ყ** ვარ მე და ჩემნაირები ყ***ბი არიან?

ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ჩერგოლეიშვილისგან სიმართლის მოსმენა შეუძლებელია. პერსონალურად, თინა [ბოკუჩავა], შენ გთხოვ, რომ გამოდი და ან უარყავი, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი და ბაჩანა ახალაია საქმის კურსში იყვნენ და „დავაი“, იქნებ მივუმატოთ მიშა სააკაშვილს კიდევ ახალი საქმე და ბაჩო ახალაია, რომელიც გამოვიდა ერთი წელია და ბავშვი უიმისოდ გაიზარდა, ხელახლა ციხეში გავუშვათ“, - განაცხადა ორჯონიკიძემ.

ორჯონიკიძე ასევე აკრიტიკებს „ფორმულას“ და უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ამასთანავე, მიმართავს პარტიის პოლიტსაბჭოს, რომ თუ აპირებენ „ჩერგოლეიშვილთან კუდების გადაბმას“, მაშინ, მხარდამჭერებს ნუღარ აგიჟებენ.

„თამარა ჩერგოლეიშვილი, უგახრწნილესი ადამიანი, ჯერ ადამიანად უნდა ვარგოდე რომ პოლიტიკოსად ივარგო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ 1% ეჭვის გაქარწყლდება და ამას უნდა მომენტალური რეაგირება, დღესვე გამობრძანდით, კეთილი ინებეთ და თქვით, რაც ჩერგოლეიშვილმა გუშინ .ე.წ. ქაშიაშვილთან ილაპარაკა, შეესაბამება სიმართლეს თუ არა? რას აკეთებენ „ფორმულაში“, ვინ არის სარედაქციო პოლიტიკის [განმსაზღვრელი]. „ტვ პირველის“ არ მიკვირს, მაგრამ ამ „ფორმულაშიც“? რა ხალხი მოგყავთ, რას ალაპარაკებთ, თქვენ ნორმალურები ხართ? - მივმართავ „ფორმულას“.

მაგრამ, მთავარი სათქმელი მე მაქვს მესამე პუნქტი: ეს ეჭვები გამიქარწყლეთ, ის 1 პროცენტი ეჭვიც, იმიტომ, რომ თუ ასეა და თქვენ ამ არაქალთან განიხილავთ ასეთ საკითხებს, მაშინ, გენაცვალე, ჩვენ რას გვერჩით? კარგად იყავით. რამდენი ხალხი ხართ ამ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოში? ჩვენ ვართ თქვენი ძალა ხალხო, ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენ ვინ ხართ საერთოდ?! მე პირადად, არავის მივცემ უფლებას, იდიოტად ჩამთვალოს და სულში ჩამაფურთხოს. თუ თქვენ ჩერგოლეიშვილებთან აპირებთ კუდების გადაბმას, ჩვენ რას გვაგიჟებთ მაშინ? სანამ მე სიმართლეს არ გავიგებ და თუ დღეს მე სიმართლე არ გავიგე, ცხოვრებაში არ მივცემ „ნაცმოძრაობას“ ხმას, საერთოდ არც ერთ პარტიას არ მივცემ ხმას, იმიტომ, რომ ნაცმოძრაობაზე პროგრესული პარტია დღეს არ მეგულება. მოკლედ, მე ველოდები თქვენს პასუხს, ან უარყავით და დიდი ალბათობით ცრუობს, მაგრამ, ამ სიცრუეს თქვენი სიჩუმე არ უნდა დაახვედროთ. ჩერგოლეიშვილთან მე არ მაქვს საქმე, 2016 წლიდან ვიცი, ეს ქალი რასაც წარმოადგენს. მოკლედ, ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსგან პასუხს, ან უარყოს , ან დაადასტუროს, მაგრამ, თუ თამარამ სიმართლე თქვა, მაშინ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ“, - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760257214

საზოგადოება

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს

„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფ...

დოროთე ყურაშვილი

1760257106

მსოფლიო

ტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა გაავრცელა. ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რ...

 აფეთქება

1760254375

საზოგადოება

საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის...

პაატა ბურჭულაძე

1760252233

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებულიოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშ...

პოლიცია

1760252105

საზოგადოება

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეც...

 ცეცხლსასროლი იარაღები