მაია ორჯონიკიძე: ოპოზიციურ მედიაში უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და ცილისმწამებლები, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ

ეს არის ჩვეულებრივი "ჩეკისტი" ქალი და ამ უმძიმეს ვითარებაში, რუსულ რეჟიმთან "მებრძოლი" ქალი, ცილს სწამებს მიხეილ სააკაშვილს და ბაჩანა ახალაიას. ერთი ციხეში ზის და მეორე სახლიდან არ გამოდის. ეს ქალი იმდენად ამორალურია, რომ უკვე ფსკერი გაბურღა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა, მაია ორჯონიკიძემ, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.
ორჯონიკიძე გამოეხმაურა გუშინ, "ფორმულას" ეთერში ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას სახლში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ტარდებოდა და კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთანაც იმართებოდა. მან "„ფორმულას" წამყვანი, დავით ქაშიაშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში კარგი ჟურნალისტებიც არიან, თუმცა, „ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა".
„გამოვაქვეყნე ჩერგოლეიშვილის ვიდეო, გამოვაქვეყნე „ჟურნალისტ" ქაშიაშვილზე ჩემი მოგონება, რომელიც სულ მახსოვდა, მაგრამ არასდროს მომივიდოდა თავში დამეწერა, რომ არა ეს ამაზრზენი. ეს არ არის ოპოზიციური ტელევიზიები. ცალკეულ ჟურნალისტებს არ ვეხები, იქ არიან მართლა ნორმალური და კარგი ჟურნალისტები და იმის მიხედვით არ ვაფასებ რომ ადრე რაღაცა იყო - დღეს რას აკეთებენ, ამით ვაფასებ. არის ნორმალური ხალხი "ტვ პირველზეც" და "ფორმულაზეც", როგორ არ არის, მაგრამ, ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა. აღარ მინდა, სახელებით ჩამოვთვალო, მაგრამ, იძულებული გამხადა მე ამ ქაშიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრავერტი ვარ, ძალიან ვუფრთხილდები, თუ დააკვირდით, ზედმეტი არასდროს არაფერი წამომცდება, რაც ქვეყანას, წინააღმდეგობის ფრონტს დააზიანებს. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვდივარ წყობიდან და ეგრეთ წოდებულ ჩვენიანებს ვურტყამ. ასე დავარტყი თავის დროზე თამარს და გიგას, მერე დავარტყი მელიას და ახლა უკვე საქმე მაქვს საკუთარ პარტიასთან“, - განაცხადა ორჯონიკიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს, ვინაიდან, ქვეყანა, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის პირობებში იმყოფება, შესაბამისად, ამ ტელევიზიებში, ისეთი "დანოსჩიკები" და "ცილისმწამებლები", როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია, არ უნდა მოიწვიონ.
„მოკლედ, ე.წ. ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიქმნას, ეს არის ომი, ცხელი ომი არ არის, მაგრამ, არაფრით ნაკლები არ არის იმ დრამატიზმით, ტრაგიზმით და დრამატული შედეგებით. მედიაში უნდა შეიქმნას სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს არის ომი, გამოუცხადებელი ომი ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ დროს, ესენი ძალიან "ბაბლურ", "კუტოკურ" [...] ასე ვიქნებით და გავქრებით ბოლოს. არ არის ამის დრო, ამიტომ, უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და ჩეკისტები, „დანოსჩიკები", როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ. უფრო სწორად, ცილისმწამებლები, „დანოსიც" არ არის, იტყუება“, - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.
1760257214
საზოგადოებაარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს
„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა „ტვ იმედთან“ სატელეფ...
1760257106
მსოფლიოტენესის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, ტენესის შტატში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია შტატის შერიფმა ჰამფრის დევისმა გაავრცელა. ინციდენტი ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა, რ...
1760254375
საზოგადოებასაბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს
საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის...
1760252233
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებულიოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულშ...
1760252105
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეც...