პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783837323

საზოგადოება

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ტორონტოში, სალსას ფესტივალზე სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. კანადის ამ ქალაქის პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:12 საათზე მიიღო. სამართალ...

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

1783835656

მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ჯეიდენ ადამსი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, ადამსი 25 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის სამშობლოშ...

სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი

1783802622

მსოფლიო

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს ომანს შეუთანხმებს

„ომანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ“, - ინფორმაციას ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მათივე...

ირანი ჰორმუზის სრუტეში

1783800842

ახალი ამბები

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.  ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მი...

 პეტრეპავლობ

1783797854

ახალი ამბები

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა. დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამა...

მერაბ დვალიშვილმა