კახეთის სახელმწიფო რწმუნებული: სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი მასშტაბურია.
როგორც კალმახელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდულად აღდგება.
ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. შეფასდება ადგილზე სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო.
ყველა სამინისტრო, ყველა უწყება მობილიზებულია კოორდინაციაში იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მალე აღმოიფხვრას სტიქიით მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კალმახელიძემ.
1783802622
მსოფლიოირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს ომანს შეუთანხმებს
„ომანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ“, - ინფორმაციას ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მათივე...
1783800842
ახალი ამბებიდღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მი...
1783797854
ახალი ამბებიზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა. დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამა...
1783796073
ახალი ამბებიზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. 97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის...
1783793555
ახალი ამბებიქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა. „წონას, ზომას, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ქართველებს უკან დახევა არ სჩვევიათ, არ არსებობს,...






























