პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
პეტრეპავლობის სადღესასწაულო წირვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში აღავლინა, მრევლი დალოცა და იქადაგა. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის, ეკლესია ორ მათგან განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, ერთად მოიხსენიებს და თავ მოციქულებს უწოდებს.
„წმინდა მოციქულმა პეტრემ რწმენის დიდი მაგალითი მოგვცა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იოსო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ჩვენც ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში. როდესაც ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედა ღვთისმშობელს, ჩვენ გაბედული სიტყვით, როგორც პეტრემ, უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები.
რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.
1783842224
საზოგადოებაკახეთის სახელმწიფო რწმუნებული: სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი მასშტაბურია. როგორც კალმახელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა,...
1783840310
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა. ინფორმაცია გრემის ოფიციალურ X-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა. პოლიტიკოსი 71 წლის იყო, მისი გარდაცვალების მიზეზად კი ხანმოკლე ავად...
1783837323
საზოგადოებატორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ტორონტოში, სალსას ფესტივალზე სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. კანადის ამ ქალაქის პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:12 საათზე მიიღო. სამართალ...
1783835656
მსოფლიომსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ჯეიდენ ადამსი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, ადამსი 25 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის სამშობლოშ...
1783802622
მსოფლიოირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს ომანს შეუთანხმებს
„ომანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობასთან დაკავშირებით ტექნიკურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ“, - ინფორმაციას ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მათივე...





























